, სანქციებს, რომლებიც მზადდება, ამას დრო უნდა, რადგან იყოს დასაბუთებული, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, როგორია მისი შთაბეჭდილება და მოლოდინი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის მერე. რა განვითარება ექნება და რამდენად მოსალოდნელია სანქციები მმართველი ხელისუფლების ლიდერების მიმართ.
"ამერიკის მიდგომა ძალიან ნათელია და ეს დოკუმენტებშიც წერია, აგრძელებთ ასე, მიიღებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც უკვე დაწყებულია, სანქციებს, რომლებიც მზადდება, ამას დრო უნდა, რადგან იყოს დასაბუთებული, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ. ესეც ნათქვამი აქვთ, რომ ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ არავინ თქვას, რაიმე ფორმით არჩევნებში ვერევითო. ეს ითქვა ყველა მხრიდან - ამერიკელებისგან და ამერიკისგან არის ძალიან დიდი სიფრთხილე",- განაცხადა პრეზიდენტმა TVპირველის ეთერში.