მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეპრესიები შიშის ნიშანია - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობისგან რეპრესიები შიშის ნიშანია. მან ამის შესახებ "ბათუმელებთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ახალი, თუნდაც დღევანდელი რეპრესიები, ახალი კანონები, მათი ქმედებები პრაქტიკულად ახალი წლიდან, არის მხოლოდ რეპრესიული. ნამდვილ ომში არიან შესული თავის მოსახლეობასთან, ეს ნიშანია, რომ თავდაჯერებულები არ არიან, შინაგანი შიში აქვთ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ფიქრობს, რომ რეპრესიები პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

"მე მგონი, რომ არ შეიძლება ამ რეპრესიებმა მოუღოს ბოლო საზოგადოების პროტესტს. ჩვენ არ ვართ არც ბელარუსი, არც რუსეთი და აქ არის სხვა შემართება და ამ შემართებას ჰქვია მზია ამაღლობელი. ამის მაგალითს გვაძლევს, რომ არ უნდა შეწყდეს ეს, რაც არ უნდა რთული იყოს",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიცია სამოქალაქო აქტივისტების სახლებს ჩხრეკს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარეობს.

მინდა მზია ამაღლობელს ყველას სოლიდარობა გადავცე და მადლობა ვუთხრა - სალომე ზურაბიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები