მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოძიება ჯგუფური ძალადობისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარეობს - შსს

უწყება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკებზე განმარტავს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დაიტოვეს" დამფუძნებლის და ადმინისტრატორის სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები