მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი ოკეანის წყლის გასაფილტრად $502 მილიონიან ინვესტიციას გამოყოფს - Reuters

pain

ესპანეთის ხელისუფლება ბარსელონაში დესალინაციის ორ სადგურს ააშენებს და ამისათვის 502 მილიონ დოლარიან ინვესტიციას გამოყოფს.

საქმე ისაა, რომ ესპანეთი რიგით მესამე წელია, მწვავე გვალვას ებრძვის, რაც სასმელი წყლის დეფიციტს აჩენს. დესალინაციის სადგურები კი ოკეანის წყალს სასმელად ვარგისს ხდის. ახალი სადგურები ბარსელონას, ქვეყანაში სიდიდით რიგით მეორე ქალაქის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში აშენდება და, როგორც ესპანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, წლის განმავლობაში 80 000 000მ³ წყალს გადაამუშავებს. Reuters-ის ინფორმაციით, დესალინაციის სადგურები მოქმედებას 2028-29 წლიდან დაიწყებენ.

როგორც მინისტრმა, ტერეზა რივერამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, ესპანეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სასმელი წყალი ქვეყანას გარანტირებულად ჰქონდეს.

კატალუნიაში წყალსატევები მხოლოდ 16%-ითაა სავსე, რადგან წვიმა, რომელიც ამ დროს, როგორც წესი, რეზერვუარებს ავსებს, დიდი ხანია, არ მოსულა. ადგილობრივმა უწყებებმა მოსახლეობისთვის წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები უკვე დაუწესეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები