მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთის მთავრობამ მადრიდში კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია გასცა

5f6de71850f51
ნათია თაქთაქიშვილი
25.09.20 21:21
1157
ესპანეთის მთავრობამ დედაქალაქ მადრიდში კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილას განცხადებით, ეს არის ერთადერთი მათ ხელთარსებული ბერკეტი კორონავირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად.

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის ცალკეულ უბნებში კარანტინი უკვე მოქმედებს. ახალი შეზღუდვები ესპანეთში მას შემდეგ დაწესდა, რაც ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ კვლავ მოიმატა.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ მადრიდის დატოვება სხვა ქალაქში გამგზავრების მიზნით, მაგრამ მოსახლეობას არ ეზღუდება ქალაქში გადაადგილება სამსახურში ან სკოლაში წასვლის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქალაქში მუშაობას გააგრძელებენ რესტორნები და ბარები ოპერირების შეზღუდული დროით.

მადრიდში, დაახლოებით 3.2 მლნ მოქალაქე ცხოვრობს და დედაქალაქზე ქვეყანაში არსებული საავადმყოფოების დაახლოებით მესამედი მოდის.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 704 209 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 31 118 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები