მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთის პროკურატურამ პოპ-ვარსკვლავ შაკირას გადასახადების გადაუხდელობის გამო ბრალი წაუყენა

შაკირა

ესპანეთის პროკურატურამ პოპ-ვარსკვლავ შაკირას მისი 2018 წლის შემოსავლებიდან გადასახადების გადაუხდელობის გამო ბრალი წაუყენა. საქმე კონკრეტულად 6,7 მილიონ ევროს გადასახადებს ეხება. 

ბარსელონას პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, შაკირამ გადასახადებისგან თავის ასარიდებლად სხვა ქვეყანაში დაფუძნებული კომპანიის სახელი გამოიყენა. 

კოლუმბიელ მომღერალს 20 ნოემბერს კიდევ ერთ საქმეზე გაასამართლებენ - პროკურორები ირწმუნებიან, რომ 2012-2014 წლებში მან 14,5 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადი არ გადაიხადა. მათივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შაკირას ოფიციალური რეზიდენცია ბაჰამის კუნძულებზე იყო, დროის ნახევარი ესპანეთში გაატარა, რის გამოც, ვალდებული იყო, რომ გადასახადები გადაეხადა. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე პოპ-ვარსკვლავი წინააღმდეგ საქმე გასული წლის ივლისში გაიხსნა, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში შეგროვებული მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, პროკურატურამ ბრალის წაყენება გადაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები