მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთის უდიდესი კერძო კაპიტალის კომპანია €2-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ქმნის

Asterion

ესპანეთის უდიდესმა კერძო კაპიტალის კომპანია Asterion Industrial Partners-ი €2-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ქმნის, რომელიც ინვესტიციებს ევროპულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში განახორციელებს. ამ ეტაპზე, კომპანია შესაბამის დოკუმენტაციას აგროვებს, რომლის საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებს დაუკავშირდება.

თავად Asterion Industrial Partners-ი ექვსი წლის წინ დაფუძნდა და ამ დრომდე, €2.9 მილიარდის ინვესტიცია აქვს მოზიდული, რაც მას ესპანეთის უდიდეს კერძო კაპიტალის კომპანიად აქცევს. აღნიშნული ინვესტიციით კომპანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტორი გახდა, როგორც ესპანეთში, ასევე გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ირლანდიაში. Asterion Industrial Partners-ის პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც ენერგეტიკას, ასევე სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიას და სხვადასხვა ტიპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

2022 წლის ბოლოს, Asterion Industrial Partners-მა საკუთარი ენერგეტიკული პორტფელის დიდი წილი ესპანურ ენერგოგიგანტ Repsol-ს მიჰყიდა, რაშიც €560 მილიონი მიიღო. ამ ეტაპზე კი, ესპანური კომპანია დატაცენტრების ოპერატორი კომპანიის წილის გასხვისების პროცესს გადის - ამ აქტივით Telefonica ინტერესდება.