მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში სტიქიას 95 ადამიანი ემსხვერპლა - ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

ესპანეთი წყალდიდობა

ესპანეთში, კერძოდ, ვალენსიის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი კი დაკარგულია, ამიტომ შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

წყალდიდობას ესპანეთში უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. კოკისპირულმა წვიმამ, რაც ცივი ჰაერის მასების გადაადგილებითაა გამოწვეული, ქალაქებისა და სოფლების დატბორვა სამშაბათიდან დაიწყო. სამაშველო სამსახური მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დაკეტილია სკოლები და სხვა აუცილებელი დანიშნულების დაწესებულებები.

მსგავსი მასშტაბური წყალდიდობა ესპანეთში 1973 წლის შემდეგ არ ახსოვთ. მაშინ სტიქიას 150 ადამიანი შეეწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები