ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ ევროკავშირის დონეზე უნდა დაწესდეს პერსონალური სანქციები.
ასე უპასუხა მან საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე.
"ესტონეთი ძალიან მკაფიოა საქართველოში რეჟიმთან დაკავშირებით. უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა გვქონდეს უფრო მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზე, ასევე უნდა დავიწყოთ უვიზო რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებული პროცესი. ეს იყო ესტონეთის შეთავაზება, რადგან რეჟიმი, რომელიც ახლა საქართველოშია, არ მიჰყვება ქართველი ხალხის ნებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირმა მისცა ეს შესაძლებლობა [უვიზო რეჟიმი] საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გამო, მაგრამ ახლა რეჟიმმა სრულიად შეიცვალა გზა და რუსეთისკენ წავიდა. ასე რომ, ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




























