ესტონეთის დიპლომატიური უწყება, ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება X-ზე გამოქვეყნებული.
"ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ დიპლომატს და სხვა საჯარო მოხელეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე დაუღალავად მუშაობდა და ახლა ხედავს, რომ მათი მუშაობის ნაყოფს ართმევენ" - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის ოფიციალურ გვერდზე.