მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთმა ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების 13 წარმომადგენელი დაასანქცირა

კობახიძე

ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ". - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მანამდე, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.

სრული სიის გასაჯაროვებისთანავე მასალა განახლდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები