მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს

ესტონეთი

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს. აქამდე ორივე ქვეყანას სომხეთსა და საქართველოს ერთი ელჩი ფარავდა, რომლის რეზიდენციაც თბილისში იყო.

თბილისში ესტონეთის საელჩოს დროებითი საქმეთა რწმუნებული უხელმძღვანელებს და უცნობია როდის დანიშნავს ესტონეთის მთავრობას საქართველოში ელჩს.

როგორც ესტონეთის მაუწყებელი წერს, მიზეზი საქართველოსთან ურთიერთობების გაციება, სომხეთთან კი პირიქით გააქტიურებაა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პირადად მინისტრი მაგნუს ცაჰკნა ხშირად აკრიტიკებს "ქართული ოცნების" მთავრობას დემოკრატიული უკუსვლის გამო და მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის მაღალჩინოსნების სანქცირებას ევროკავშირის დონეზე. თავად ესტონეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები არაერთხელ დაუწესა.

ესტონეთის ელჩი საქართველოში 10 მარტამდე დარჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარგე მარდისალუ-კაჰარი სომხეთში ესტონეთის პირველი ელჩი იქნება, რომლის რეზიდენციაც ერევანში გაიხსნება. სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება ესტონეთმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. საქართველოში ესტონეთის საელჩო 2006 წლიდან არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები