მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთში ელ. მმართველობის კონფერენციას, სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაცია არ ესწრებოდა - სოფო ჩაჩანიძე

ACT

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მმართველი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიღებამ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იზოლაცია გამოიწვია - ამის შესახებ ჩაჩანიძემ BMGTV-ის “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკის “საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე” ფარგლებში ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესი საქართველოს იზოლაციას იწვევს, ყველა მიმართულებით. ერთი კვირის წინ ესტონეთში, ელექტრონული მმართველების კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, რომელსაც 70 ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები განვითარება საქართველოს კონტექსტში ძალიან აქტუალურია, ამ მხრივ სამაგალითო ქვეყანა ვიყავით. სანამ ჩავიდოდი, ბოლომდე მქონდა რწმენა და იმედი, რომ იქ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. ამის მოლოდინი მათაც ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროდ, არავინ იყო საქართველოდან”, - ამბობს სოფო ჩაჩანიძე.

მისივე შეფასებით, მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოისურვებენ და ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები.

“ყველა, ვისთანაც ვისაუბრეთ, გარდა იმისა, რომ საქმიანი საუბარი გვქონდა, გულდაწყვეტით გვიცხადებდა სამძიმარს იმის გამო, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის დონორებიც. საქართველოში აზრის ასე ღია დაფიქსირებისგან თავს იკავებენ, იქ კი ძალიან ნათლად ითქვა, რომ ყველა მოლოდინის რეჟიმშია, თუ რა მოხდება.

უნდა ითქვას, რომ მათ დიდი მოტივაცია აქვთ, თანამშრომლობა გაგრძელდეს. ანგარიშებში, რომლებიც კონფერენციაზე სადემონსტრაციოდ ჰქონდათ, საქართველო, როგორც კარგი მაგალითი, ისე იყო მოყვანილი, მაგრამ იქ არავინ იყო, რომ საქართველოზე ელაპარაკა”, - ამბობს სოფო ჩაჩანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები