მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეთერიუმის ფასი 8,000 დოლარამდე გაიზრდება - Standard Chartered

ეთერიუმი

მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი 8,000 დოლარს მიაღწევს ანუ მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონი დოლარი გახდება.

ამჟამად ეთერიუმის ფასი 2,200 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ანუ ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, კრიპტოაქტივის ფასი ბირჟაზე დაახლოებით 260%-ით გაიზრდება.

პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.

ეთერიუმის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად ანალიტიკოსები კრიპტოაქტივებზე მოთხოვნის ზრდას და თავად ეთერიუმის განვითარებას ასახელებენ. მათი შეფასებით, მომავალში სულ უფრო მეტი დეცენტრალიზებული პროექტი დაშენდება ეთერიუმზე, რაც მასზე მოთხოვნას გაზრდის.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები დიდ იმედს ამყარებენ ბიტკოინის ჰალვინგზე, ანუ მოვლენაზე, რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება, ბაზარზე ახალი ბიტკოინის მიწოდება კი შეიზღუდება. მომდევნო ჰალვინგი 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი ანალიტიკოსები კრიპტოაქტივების მკვეთრ გაძვირებას პროგნოზირებენ. ისტორიულად, ბიტკოინის ფასი ჰალვინგის შემდეგ ყოველთვის დრამატულად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები