მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა $100 მილიონის კრიპტოაქტივები მოიპარეს

63d0ce38320ec
გიორგი თოლორდავა
25.01.23 10:49
492
FBI დადასტურებულად აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა ბლოკჩეინ ხიდიდან, სახელწოდებით Harmony Horizon, თითქმის 100 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს. აღნიშნული კიბერშეტევა ივნისში მოხდა და საგამოძიებო სამსახურები ჰაკერების ვინაობის დადგენას მას შემდეგ ცდილობენ.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო იუწყება, რომ ჰაკერები კიბერდამნაშავეთა სინდიკატის, Lazarus Group-ის წევრები არიან, თავად ამ დაჯგუფების მიღმა კი ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დგას, რომელიც კიბერდამნაშავეებს აქტიურად უწყობს ხელს.

ჰაკერებმა Horizon-ის ბლოკჩეინ ხიდის სისტემაში „გარღვევა“ აღმოაჩინეს და შემდგომ ის კრიპტოაქტივების მოსაპარად გამოიყენეს.

ზოგადად, ბლოკჩეინ ხიდები დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში აქტიურად გამოყენებადი ინსტრუმენტებია. მათი საშუალებით ავტომატიზებული პლატფორმები და ინდივიდუალური მომხმარებლები სხვადასხვა, პარალელური ბლოკჩეინებიდან კრიპტოვალუტების და ციფრული აქტივების გადატანის შესაძლებლობას იღებენ. ასეთი პლატფორმები განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება Binance-ისა და Solana-ს ბლოკჩეინებიდან აქტივების Ethereum-ზე გადატანის პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები