ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და იაპონიის პოლიციის ერთობლივი განცხადებით, 2024 წლის მაისში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის მიღმა ჩრდილოეთკორეელი ჰაკერები იდგნენ.
როგორც ირკვევა, 305 მილიონი დოლარის აქტივები იაპონური კრიპტობირჟიდან, DMM-დან სწორედ კორეაში დაფუძნებულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ მოიპარა, რომლის მიღმა, სავარაუდოდ, ქვეყნის მთავრობა დგას.
უნდა აღინიშნოს, რომ მოპარული აქტივების ღირებულება ამ ეტაპზე გაზრდილია და პორტფელის შეფასება ამჟამად 424 მილიონ დოლარს აღწევს, რაც ბიტკოინის გაძვირებით არის განპირობებული.
როგორც სამართალდამცველები ამბობენ, გამოძიების პროცესი გრძელდება, თუმცა კრიპტოაქტივების უკან დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორისო საგამოძიებო იურისდიქცია არ ვრცელდება.