მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი $72,000-მდე გაიზარდა

ბიტკოინი

კრიპტოინდუსტრია აღმასვლას განაგრძობს - გასული 24 საათის განმავლობაში ბაზრის საერთო შეფასება 1%-ით გაიზარდა და 2 ტრილიონ 420 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბიტკოინის ფასმა 72,000 დოლარი შეადგინა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 425 მილიარდი დოლარი გახდა, რაც ერთ კვირაში 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ეთერიუმის ფასი 2,700 დოლარი გახდა, მისმა საბაზრო შეფასებამ კი 320 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 4%-ს აჭარბებს.

კრიპტობირჟის აღმასვლას ის საბაზრო ტენდენცია განსაზღვრავს, რომელიც უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება. ამჟამად ამერიკული ინდექსები რეკორდულ ნიშნულს უახლოვდებიან, ეს კი სხვა აქტივების ღირებულებაზე, მათ შორის ბიტკოინზეც პოზიტიურად აისახება.

ამავდროულად, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ინვესტორები დონალდ ტრამპის გამარჯვებას პროგნოზირებენ, რომელიც ბიტკოინის და კრიპტოინდუსტრიის აქტიური მხარდამჭერია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის და ეთერიუმის ETF-ების დამტკიცებამ კრიპტოაქტივების მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი კი საინვესტიციო ფონდების მხრიდან ჩანს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადაერთო, ეს კი კრიპტოაქტივების ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები