მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ე.წ. შათდაუნის გამო ამერიკაში ფრენები 10%-ით შემცირდება

თვითმფრინავი

ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო დღეებში შტატების 40 ძირითად აეროპორტში ფრენები 10%-ით შემცირდება.

ხელისუფლების წარმომადგენლის განმარტებით, მიზეზი ე.წ. შათდაუნია, რომელმაც აეროპორტებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის საგრძნობლად შემცირება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ფრენების რაოდენობა ერთბაშად 10%-ით არ დაიკლებს.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, პირველი ფაზა ძალაში 7 ნოემბერს, პარასკევს შევა და დასაწყისისთვის მხოლოდ 4%-ს შეეხება, მომავალი კვირის ბოლომდე კი 10%-მდე გაიზრდება. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ეს ცვლილება ეხება მხოლოდ შიდა ფრენებს და გავლენას არ იქონიებს საერთაშორისო მიმოსვლაზე.

ე.წ. შათდაუნის გამო, თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვებამ ამერიკულ ავიაციას სერიოზული გამოწვევები შეუქმნა. აეროპორტების წარმომადგენლები საჰაერო უსაფრთხოების კონტროლიორების დეფიციტზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, დროთა განმავლობაში მომუშავეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, რაც საავიაციო კატასტროფების რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები