საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელშიც, როგორც აღინიშნა ქნირშს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის.