მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ბოტანიკურ ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირინა დანელიას კანდიდატურა წარადგინა.

დედაქალაქის მერმა განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და  უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა, ყოფილ უფროს თამაზ დარჩიძეს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ირინა დანელია. ის გახლავთ გენეტიკოსი, ბოტანიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მაღალი რანგის სპეციალისტი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად წაადგება ბოტანიკურ ბაღს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. ამ თანამდებობაზე თამაზ დარჩიძე მუშაობდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის. ის მერიაში, „ეკოსერვის ჯგუფში“ განაგრძობს მუშაობას, სადაც ამ სამსახურის კიდევ უფრო გამართულ მუშაობაში დაგვეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები