მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU დეზინფორმაციასთან ბრძოლას ჯერ ცხრა პუნქტში წერს და შემდეგ თვითონ აფინანსებს - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ერთი მხრივ, ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და შემდეგ თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთადერთი, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზარალებს, არის შავი ფული. მისი თქმით, , „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიას აფინანსებდნენ ევროკავშირი და აშშ, NED-ის და EED-ის მეშვეობით, ამიტომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

მაგალითისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ორგანიზაცია “დროა”, რომელსაც აფინანსებდა ევროკავშირი EED-ის მეშვეობით და ეს არავინ იცოდა, არსად ჩანდა.

“ეს ინფორმაცია შემთხვევით გავიგეთ. მაგალითად ის, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიას აფინანსებდნენ ევროკავშირი და აშშ, NED-ის და EED-ის მეშვეობით „სირცხვილიას“ აფინანსებდა და ესეც შემთხვევით გავიგეთ. ამიტომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს. თავად გამოიტანენ შემდეგ დასკვნებს, ეს დაფინანსება კარგია თუ ცუდი, მეგობრულია თუ არამეგობრული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამჭვირვალობის აუცილებლობით ახსნა ასევე “ნეტგაზეთთან” და “ბათუმელებთან” დაკავშირებული საკითხი. საქმე ის არის, რომ გამოცემამ პაპუაშვილის ქონებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მასალა, რომელიც მცდარი აღმოჩნდა და გამოცემამ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა. პაპუაშვილი კი ვარაუდობს, რომ არასწორი ინფორმაცია შესაძლოა, მიზანმიმართულად გავრცელდა.

“მას შემდეგ, რაც გამოცემა ვამხილეთ, პირადად მეც გამოვეხმაურე, მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას. სხვათა შორის, „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ არ აქვს მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს. პრობლემა სწორედ ამაშია, რომ რიგ შემთხვევებში, როგორც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, ევროკავშირის ფული იხარჯება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რაც მისი თქმით, მიუღებელია.

როგორც წესი, როგორც გამოცდილება აჩვენებს, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან დგას აშშ-ის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ – NED-ი და EED-ი.

ერთი მხრივ, ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და შემდეგ თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს პრობლემა არის და ამაზე უნდა იზრუნოს საელჩომ, თუმცა, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს. ეს შედეგია, მათ შორის წახალისების.

ჩვენ ახლახან ვნახეთ, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა სხვადასხვა მედიასაშუალებას, პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის გადასცეს პრიზი ადამიანს. ეს შემდეგ ახალისებს ასეთ ქმედებებს. ამიტომ, პრობლემა არის, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციული, პროპაგანდისტულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით ეს ყველაფერი ამერიკის და ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგაც არის მიმართული.

„როდესაც ელჩებს და მათ წარმომადგენლებს ვხვდები და საუბარია დეზინფორმაციაზე, ამ საკითხებზე ვეუბნები, რომ თქვენ თავად აფინანსებთ ღიად დეზინფორმაციის კამპანიას ქვეყნის წინააღმდეგ. გვახსოვს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით „დროა“, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდებოდა EED-ს მეშვეობით - პირდაპირ ამ კამპანიაზე იყო აწყობილი, როდესაც ევროკავშირის ფული იხარჯება არა მარტო დეზინფორმაციაზე, არამედ ისეთ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანია: დესტაბილიზაცია, არევა ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ერთი წელი მხოლოდ ამაზე ვესაუბრებოდი ელჩებსაც და წარმომადგენლებსაც, რომ ასე არ შეიძლება. საქართველოში ასე ნამდვილად არ იქცევიან და არ ვიცი, მათ რა წარმოდგენა აქვთ ჩვენს ქვეყანაზე, როდესაც პირდაპირ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამიტომაა მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რომ ვიცოდეთ ვინ არის დამკვეთი და დამფინანსებელი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები