მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველებთან სანქციებზე საუბარი არის რუსული სტილის ქცევა" - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ასეთ ევროპას არ ვიცნოთ, რომელსაც უნდა ქართველი ხალხი დასაჯოს, ასეთს ვიცნობთ რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის" ეთერში აშშ-ის მხრიდან სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ქართველებთან "სანქციებზე საუბარი, არის რუსული სტილის ქცევა".

"ჩვენ ასეთ ევროპას არ ვიცნოთ, რომელსაც უნდა რომ ქართველი ხალხი დასაჯოს. ჩვენ ასეთი ევროპა არც გვინდა რომ გავიცნოთ. ჩვენ ასეთს ვიცნობთ რუსეთს. ქართველ ხალხს სანქციებით წლებია რუსეთი ელაპარაკებოდა და ცდილობდა რაღაცებზე სანქციებით დაეყოლიებინა.

არ მოქმედებდა ეს სანქციები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თითის ქნევა ქართველი ხალხის მიმართ არ მოქმედებს. ქართველებთან სანქციებზე საუბარი, არის რუსული სტილის ქცევა. თუ ვინმეს უნდა რუსული სტილი აირჩიოს მისი ნებაა. ჩვენთვის მთავარია ქართველი ხალხის სახელით ვიმოქმედოთ", - განაცხადა მან.

შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დღის წესრიგი იმის მიხედვით არ დგება, რას ამბობს აშშ. კითხვას, სანქციები იქნება, თუ იქნება მაგრამ ეფექტი არ ექნება, რას ელოდებით? - მან შემდეგნაირად უპასუხა:

"აშშ-სგან ვნახეთ მოსამართლეებზე სანქციებიც და მას მერე ვნახეთ არასერიოზული განცხადებები ჟურნალ-გაზეთებში. ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ამის მიხედვით არ ვაწყობთ. ჩვენ დღის წესრიგს ვაწყობდით, რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ან არ მიიღებდა? ამას ჰქვია შანტაჟის ქვეშ ცხოვრება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები