მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU ეძებს გამოსავალს, რომ საქართველო პროცესის მიღმა არ დარჩეს“ – თინა ხიდაშელი ბორელისთან სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრის შემდეგ

ფსდფ

„ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტი იმ განწყობაზეა, რომ პოზიტიური რეკომენდაცია მისცეს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არჩევნებზე მიბმით ანუ იმ პირობით, რომ არჩევნები დემოკრატიულად, ცივილიზებულად ჩატარდება და იმ დათქმით, რომ შემდეგ უკვე ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნებაზეც აისახოს,“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში უმაღლეს ევროკომისართან სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, რაც „წარმოუდგენლად დიდი დროა ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის“.

თინა ხიდაშელის ანალიზით, დღეს სიტუაცია ასეთია: ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება საქართველოს და მზად არის ეს კარები უფრო ფართოდ გახსნას, როგორც კი თბილისიდან მზადყოფნის სიგნალს მიიღებს:

„ვფიქრობ, სიძნელეებისა და პროცესის სიმძიმის მიუხედავად, ევროკავშირი ეძებს გამოსავალს, რომ საქართველო პროცესის მიღმა არ დარჩეს – უზიარებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თავის შთაბეჭდილებებს „ანალიტიკა“–ს – ამ წუთის მდგომარეობით, მუშაობა ძირითადად მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ვალდებულებების თუ რეკომენდაციების შემდეგი პაკეტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიქმნას“.

თბილისში უმაღლესი ევროკომისარის ჯოზეფ ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. მან სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.

ბორელი ასევე შეხვდა ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. დღის ბოლო დაგეგმილია ევროკომისარის მისვლა საოკუპაციო ხაზთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად. ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დღეს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები