ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
სტატუსი მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.
“შეხვედრაზე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებაზე და საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმანურ ინიციატივებზე გაკეთდა. შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით“,- წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.




























