ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად, ყოველწლიურად $100-მილიარდიან ფონდს შეავსებენ. ამის შესახებ ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
მინისტრებმა შეხვედრზე გასული წლის მონაცემებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ 2023 რეკორდულად ცხელი იყო, გლობალური საშუალო ტემპერატურა კი პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 1.45°C გრადუსით მაღალი იყო.
პარიზის შეთანხმების ფარგლებში, განვითარებადმა ქვეყნებმა - ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ავსტრალიამ, კანადამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ, თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს პირობას, რომლის თანახმადაც განვითარებადი ქვეყნებისთვის 2020 წლიდან ყოველწლიურად $100 მილიარდი უნდა გამოეყოთ, თუმცა საერთო ფონდმა ამ მაჩვენებელს 2022 წლამდე ვერ მიაღწია. 2022 წელს კი განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოყოფილი $116 მილიარდიდან ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროპის განვითარების ფონდიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყო.
ევროკავშირმა ფონდის შევსების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე გაეროს კლიმატის კონფერენციის 29-ე გამოშვების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე საკუთარ თავზე აიღო. ნავარაუდებია, რომ COP29-ზე, რომელიც წელს აზერბაიჯანში გაიმართება, ქვეყნები ფონდის ახალ ლიმიტზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Climate Action Network-ის გამოთვლით, განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების ეფექტთან ბრძოლისთვის ყოველწლიურად $1 ტრილიონი დასჭირდებათ, რის გამოც მწვანე ორგანიზაციები ევროკავშირს დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდებენ.