მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას €160 მლნ-ს გამოუყოფს

უკრაინა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზამთრისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკრაინას 160 მილიონი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან გადაეცემა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ბოლო პერიოდში უკრაინაში 9 გიგავატის სიმძლავრის ენერგოინფრასტრუქტურა გაანადგურა, რაც სამი ბალტიური სახელმწიფოს ეკვივალენტია. ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც დაეხმარება და ელექტროენერგიის ექსპორტსაც გაუზრდის.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზამთარში, ელექტრობაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, უკრაინას 6 გიგავატის დეფიციტი შეექმნება. ამასთან, ქვეყანაში განადგურებულია თბოსადგურთა 80% და ჰიდროელექტროსადგურთა მესამედი.

უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით ლიეტუვაში არსებული თბოელექტროსადგური დაიშლება და უკრაინაში თავიდან აშენდება. ევროკავშირის გეგმა უკრაინაში 2.5 გიგავატის სიმძლავრის ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს, საექსპორტო მოცულობას კი 2 გიგავატამდე გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები