2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი.
ევროკავშირიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით გასულ წელს ნახევარი მილიონი ვიზიტი აღირიცხა, რაც წლიურად 14% ზრდაა. ამის მიუხედავად, ქვეყნების ტოპ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ შედის. შედარებისთვის, პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნები ტოპ ათეულშიც შედიოდნენ.
EU-დან ყველაზე მეტი 84 ათასი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა ამ მაჩვენებლით გერმანია მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს. გერმანიის შემდეგ EU-ს ქვეყნებს შორისაა პოლონეთი 80 ათასი ვიზიტით, საიდანაც ნაკადი 20%-ით არის გაზრდილი.
ევროპიდან 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა:
| ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| გერმანია | 83,656 ვიზიტი; | 6% |
| პოლონეთი | 79,722 ვიზიტი; | 20% |
| გაერთიანებული სამეფო | 45,018 ვიზიტი; | 39% |
| საბერძნეთი | 35,322 ვიზიტი; | 28% |
| საფრანგეთი | 33,219 ვიზიტი; | 17% |
| იტალია | 27,735 ვიზიტი; | 39% |
| ესპანეთი | 21,902 ვიზიტი; | 49% |
| ნიდერლანდები | 20,087 ვიზიტი; | 7% |
| ლიტვა | 18,848 ვიზიტი; | -7% |
| ლატვია | 17,340 ვიზიტი; | -22% |
| ჩეხეთი | 15,023 ვიზიტი; | 10% |
| ბელგია | 10,849 ვიზიტი; | 8% |
| ბულგარეთი | 10,066 ვიზიტი; | -1% |
| ავსტრია | 9,653 ვიზიტი; | 6% |
| რუმინეთი | 9,328 ვიზიტი; | 13% |
| უნგრეთი | 8,899 ვიზიტი; | 26% |
| კვიპროსი | 7,323 ვიზიტი; | 41% |
| შვედეთი | 7,263 ვიზიტი; | -1% |
| ესტონეთი | 6,943 ვიზიტი; | -22% |
| სლოვაკეთი | 6,155 ვიზიტი; | 10% |
| ირლანდია | 5,871 ვიზიტი; | 42% |
| პორტუგალია | 5,289 ვიზიტი; | 22% |
| დანია | 4,732 ვიზიტი; | -24% |
| ფინეთი | 3,669 ვიზიტი; | 5% |
| სლოვენია | 2,812 ვიზიტი; | 12% |
| ხორვატია | 1,940 ვიზიტი; | 18% |
| მალტა | 629 ვიზიტი; | 9% |
| ლუქსემბურგი | 597 ვიზიტი. | -25% |
შენიშვნა: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ბრექსიტის მიუხედავად ამ სტატისტიკაში გაერთიანებული სამეფოც შეჰყავს.




























