ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს არალეტალური დახმარების გამოყოფას, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში", - წერს რიკარდ იოზვიაკი და აღნიშნავს, რომ ამ ფონდიდან ხდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა.
EU ambassadors today green lighted 30 million euro in non-lethal aid for 🇬🇪 under the European Peace Facility (EPF) - the same off-EU budget vehicle used to pay for arms to 🇺🇦.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 8, 2024