მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

622746165181e
მარიამ ვარადაშვილი
08.03.22 16:08
872
Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელთა სამიზნე რუსი ოლიგარქები, პოლიტიკოსები და ბელარუსის სამი ბანკი იქნება.

გამოცემის ცნობითვე, სანქციების ახალ დრაფტს ევროკავშირის ელჩებს დღეს გააცნობენ. ევროკომისიის მიერ მომზადებული პაკეტი ბელარუსის სამი ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ითვალისწინებს, ხოლო უკვე სანქცირებული რუსი ოლიგარქების სია ფართოვდება, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია. სააგენტო ასევე წერს, რომ სანქციები ოლიგარქებთან ერთად რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის დეპუტეტებსაც შეეხებათ.

Reuters-ის თანახმად, პაკეტი ასევე მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში საზღვაო აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა მხარი უკვე დაუჭირა რუსეთის 7 ბანკის SWIFT-დან გათიშვას, თუმცა ეს სანქცია ბელარუსის ბანკებს ჯერ არ შეხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები