მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში პირობების შესრულების ვადად 31 აგვისტო განსაზღვრა - იოზვიაკი

ევროკავშირი

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკომისიამ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში პირობების შესრულების ბოლო ვადად 31 აგვისტო განუსაზღვრა.

გუშინ, 14 ივლისს, იოზვიაკმა დაწერა, რომ ევროკომისია წერილს ამზადებდა, რომელშიც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ემუქრება. წერილის შესახებ ინფორმაცია დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაადასტურა.

“დღეს საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს".

დღეს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომაზე საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლების მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომებს განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები