მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ შესაძლოა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული პასპორტები არ აღიაროს

6346cb33a10bb
მარიამ ვარადაშვილი
12.10.22 18:36
1153
ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები არ მიიღონ.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს უკავშირდება. კერძოდ, იმას, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას პასპორტებს ურიგებს და ამას სისტემური ხასიათი აქვს.

“ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის უკრაინის წინააღმდეგ. ასევე რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებულ რეგიონებში გასცეს რუსული პასპორტები. ასევე, რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მან 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო”,-წერია განცხადებაში.

ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ადგილობრივ მოსახლეობაზე რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო. ეს პროცესი შემდეგ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშიც გაგრძელდა, რომლებსაც მაშინ დამოუკიდებლობა ჰქონდათ გამოცხადებული. იგივე პროცესი მიმდინარე წლის ივლისში ხერსონსა და ზაპოროჟიაშიც გაგრძელდა. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსული პასპორტების სისტემატიური გაცემა რეგიონის მოსახლეობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები