მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ სომხეთს 270 მილიონი ევრო გამოუყო „მდგრადობისა და განვითარების“ გეგმის ფარგლებში

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის სომხეთში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სომხეთს 270 მლნ ევროს მოცულობის დახმარებას გამოუყოფენ.

30 ივნისს, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფს 270 მილიონი ევროს გამოყოფას "მედეგობისა და განვითარების" გეგმის ფარგლებში 2024-2027 წლებისთვის.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სომხეთთან პოლიტიკური შეთანხმების შესახებაც განაცხადა, რაც სხვადასხვა სფეროში მათ შორის ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს.

"ევროკავშირი და სომხეთში ასე ახლო აქამდე არასდროს ყოფილან"- განაცხადა კალასმა ერევანში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს. ვიზიტისას ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა, "როცა ყველა პირობა შესრულდება და პროცესიც დასრულდება, ეს სომხეთს და დანარჩენ ევროპას უფრო დაუახლოვებს". სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაზე დასმულ კითხვაზე კალასმა თქვა, რომ ევროკავშირი ურთიერთობის ნორმალიზებას უჭერს მხარს, რაც დაფუძნებული იქნება "სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემაზე". 2025 წლის 25 მარტს სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების დაწყებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები