ევროკავშირმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 50 მილიონი ევრო გამოყო.
CNN-ს თანახმად, ამ თანხიდან 45 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, 5 მილიონი კი გადაეცემა მოლდოვას ლტოლვილების კრიზისთან გასამკლავებლად.
ინფორმაციისთვის: ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის სულ 143 მილიონი ევრო გამოყო. ეს დაფინანსება არის ევროკომისიის მიერ ამ თვის დასაწყისში დაპირებული 1-მილიარდიანი ევროს მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი.




























