მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მა რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%, შესაძლოა, უკრაინის ფონდში გადარიცხოს - ბორელის ინიციატივა

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირმა ევროპის მასშტაბით გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლის 90% EU-ს მიერ განკარგვად ფონდში უნდა გადარიცხოს, რომელიც უკრაინას იარაღით მომარაგებას აფინანსებს, - ამ ინიციატივის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში მედიასთან განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით ბორელი ოფიციალური წინადადებით ბლოკის წევრ 27-ვე სახელმწიფოს ხვალ, 20 მარტს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე მიმართავს.

ბორელის ინიციატივით, ფული “ევროპული უსაფრთხოების ფონდში” უნდა ჩაირიცხოს, რომელიც იმ ქვეყნებს ეხმარება, რომლებიც EU-ს შემადგენლობაში არ არიან, თუმცა ფონდის მთავარი ბენეფიციარი უკრაინაა.

“თუ ამას გავაკეთებთ, რუსები ძალიან კმაყოფილები არ იქნებიან. ამდენი ფული, 3 მილიარდი ევრო ყოველწლიურად, გასაოცარიც კი არ არის. თუმცა არც უმნიშვნელოა”, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რუსული აქტივების 70%, მათ შორის,რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით, 190 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები Euroclear-ში ინახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები