მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, თუმცა შეშფოთებულია მთავრობის ქმედებებით - ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირი

ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით.

"საქართველო საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია.

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს", - წერს ევროკავშირის საბჭო.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირიდან 100 მლნ ევროზე მეტი თანხა გაიყინება და საქართველოს მთავრობის ნაცვლად NGO-ებს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები