4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ მიღებული 2025 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, ევროკავშირის რეგიონულმა საკომუნიკაციო პროგრამამ EU NEIGHBOURS east-მა განაახლა სპეციალური გვერდი, რომელზეც გაფართოების პროცესია ახსნილი და თავმოყრილია გაფართოების თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები (ინფოგრაფიკა, მულტიმედია კონტენტი, ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები).
სპეციალური გვერდი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე და აქ შესაძლებელია გაფართოების საკითხებზე, კონკრეტულად კი, საქართველოსთან მიმართებით, ამომწურავი ინფორმაციის მიღება. დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ სრულად გაეცნონ ინფორმაციას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგიასთან, ასევე გაფართოების ბოლო ანგარიშთან და ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით.




























