მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს - რას მოიცავს ის?

სანქციები

ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-18 პაკეტს ამზადებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და საფინანსო სექტორებზე. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ზეწოლის გაზრდა, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს და ომი შეწყვიტოს.

მე-18 პაკეტით ასევე შეიზღუდება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერირება და სანქცირებული ნავთობის გადაზიდვა, რაც ისევ დიდ გამოწვევად რჩება.

EU 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას აპირებს - ახალი სანქციების სამიზნე ნავთობი და გაზსადენი Nord Stream-იცაა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები