მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს მარეგულირებელმა კლიმატ-მეგობრული ინჰალატორის გამოშვებაზე ნებართვა გასცა - წარმოებას AstraZeneca გეგმავს

astrazeneca

ევროკავშირის მარეგულირებელმა უწყებამ ნებართვა გასცა ეკომეგობრული ინჰალატორის შექმნაზე, რომელსაც კლიმატის ცვლილებაზე სამედიცინო სექტორის გავლენის შემცირება შეუძლია.

როგორც ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, მათი წარმოების ახალი ინჰალატორის ნახშირორჟანგის ნაკვალევი ყველა არსებული მოდელის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს. ინჰალატორის ტრადიციული მოდელების წარმოებისთვის საწვავად გაზი გამოიყენება, ისინი ევროკავშირში ფართოდაა ხელმისაწვდომი ზრდასრულებისთვის, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები აწუხებთ.

ამ ტიპის ინჰალატორი, მართალია, ზომით პატარაა, თუმცა იგივე ტიპის აირთა ემისიებს უშვებს, როგორსაც, მაგალითად ჰაერის კონდიციონერი. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ცნობით, ევროკავშირი ამ აირების ნულოვან დონემდე დაყვანას გეგმავს, რის გამოც AstraZeneca-ს გამოგონებას მხარს უჭერს. როგორც ფარმაცევტული კომპანიის ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, ეკომეგობრული ინჰალატორი პაციენტებს საშუალებას მისცემთ, აღარ იფიქრონ, რომ არჩევანი თავიანთ ჯანმრთელობასა და პლანეტის კეთილდღეობას შორის უნდა გააკეთონ.

AstraZeneca-ს განცხადებით, ინჰალატორების ახალ მოდელზე კომპანია მომდევნო თვეებში გადაეწყობა და ევროკავშირში გამოუშვებს, 2030 წლიდან კი გლობალურ ბაზარზე გაიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები