მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ერთსულოვნად შეთანხმდნენ

6215248593ebf
თამთა ჯიჯავაძე
22.02.22 21:56
785
ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ერთსულოვნად შეთანხმდნენ.

BBC-ის ცნობით, საუბარია რუს 351 კანონმდებელზე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას, ასევე 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებმაც „ძირი გამოუთხარეს უკრაინის ერთიანობას“. მათ შორის არიან ბანკები, კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინის ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ბორელის თქმით, ეს სანქციები არ არის მხოლოდ, რასაც ევროპული ბლოკი მოსკოვის ნაბიჯის საპასუხოდ გააკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები