მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს რეკომენდაციებს არა ევროპელების მოთხოვნის გამო, არამედ ქვეყნის განვითარებისათვის ვასრულებთ - პრეზიდენტი

6354139bef99f
BM.GE
22.10.22 19:50
585
რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ არა იმიტომ, რომ ეს ევროპელების მოთხოვნაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„საქმე ბევრია. მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ - მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოვიყენოთ.

და კიდევ ერთი, ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მეათე პუნქტი. ეს თქვენ ხელშია, რათა ამ მიმართულებით მაინც დავდოთ ის შედეგი, რომელსაც ვასრულებთ არა იმიტომ, რომ ეს ევროპელების მოთხოვნაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისათვის არსებითი და აუცილებელი მიმართულება და თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებაა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

EU-რეკომენდაციების მე-10 პუნქტი: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები