მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს რომელი ქვეყნები ვაჭრობენ აშშ-სთან ყველაზე მეტს? - Eurostat

usa eu

2023 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდში აშშ-ში ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობა გაიზარდა. კერძოდ, Eurostat-ზე დაყრდნობით, €39.8 მილიარდიდან €45.4 მილიარდამდე გაიზარდა ექსპორტი, ზრდამ 14% შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, ევროკავშირმა აშშ-დან გასულ წელს €27.5 მილიარდის ღირებულების იმპორტი განახორციელა, რაც 2023 წლის €31.3 მილიარდიან მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. 2023 წლის იანვარში სავაჭრო პროფიციტმა €8.4 მილიარდი შეადგინა. პიკს - €18.9 მილიარდს2024 წლის ივნისში მიაღწია, ხოლო 2024 წლის დეკემბერში €17.9 მილიარდს გაუტოლდა.

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის მთავარი საექსპორტო პარტნიორია, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 20.6%-ია. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში აშშ რიგით მეორე მთავარი პარტნიორია, იმპორტში 13.7%-იანი წილით.

აშშ-ში ევროკავშირის სამი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა გერმანია, ირლანდია და იტალია არიან. ამასთან, EU-ს ქვეყნებს მიღმა ექსპორტში აშშ-ის წილი ყველაზე მაღალი, 53.7%, ირლანდიაშია.

აშშ-დან ევროკავშირში TOP 10 იმპორტიორი ქვეყანა, 2024:

  1. გერმანია - €68.96 მლრდ
  2. ნიდერლანდები - €68.16 მლრდ
  3. საფრანგეთი - €44.07 მლრდ
  4. ბელგია - €31.40 მლრდ
  5. იტალია - €25.88 მლრდ
  6. ესპანეთი - €14.16 მლრდ
  7. ირლანდია - €21.25 მლრდ
  8. პოლონეთი - €12.12 მლრდ
  9. შვედეთი - €6.51 მლრდ
  10. დანია - €5.91 მლრდ

ევროკავშირიდან აშშ-ში TOP 10 ექსპორტიორი ქვეყანა, 2024:

  1. გერმანია - €161.2 მლრდ
  2. ირლანდია - €72.0 მლრდ
  3. იტალია - €64.7 მლრდ
  4. საფრანგეთი - €47.0 მლრდ
  5. ნიდერლანდები - €43.4 მლრდ
  6. ბელგია - €32.9 მლრდ
  7. ესპანეთი - €18.1 მლრდ
  8. ავსტრია - €16.2 მლრდ
  9. შვედეთი - €15.8 მლრდ
  10. პოლონეთი - €11.6 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები