მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს საგარეო მინისტრები საქართველოსა და მოლდოვაში ოლიგარქების სანქცირებას ითხოვენ - POLITICO

641962fa39c64
გიორგი თოლორდავა
21.03.23 11:57
617
ორშაბათს გამართულ სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქებს სანქცირებას ითხოვდნენ.

POLITICO-ს ინფორმაციით, მინისტრები ევროინტეგრაციის პროცესის „დესტაბილიზაციის მცდელობებზე“ საუბრობდნენ და ამ პროცესში პრორუსი ოლიგარქების როლზე მიუთითებდნენ.

„საქართველო და მოლდოვა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე არიან, რის გამოც ჩვენი მხრიდან ფხიზლად ყოფნაა საჭირო. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მიღება, შესაძლოა, გამართლებული იქნეს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატერინ კოლონამ.

გარდა სანქციების ამოქმედებისა, მინისტრები პრორუსი ოლიგარქების სპეციალური სიის შედგენას მოითხოვენ, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, რომელთაც კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვთ და ბრალად ედებათ პრორუსული პოლიტიკის გატარება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის მოწოდებები, მათ შორის, რეზოლუციის დონეზე, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები