მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ს, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში „ქართული მთის ჩაის ასოციაცია" შეიქმნა

63199337d8921
BM.GE
08.09.22 11:30
425
ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში შეიქმნა „ქართული მთის ჩაის ასოციაცია “. იმერეთის რეგიონიდან ჩაის 7 მწარმოებელი გაერთიანდა, იმ მიზნით, რომ გააძლიერონ ერთიანი შესაძლებლობები და პოპულარიზაცია გაუწიოს იმერული ჩაის როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

ცნობისთვის, პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები