მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს

ევროკავშირი

დღეს, ლუქსემბურგში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე სხდომის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ თქვა, რომ გერმანიის დელეგაციამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დააყენა განსახილველად და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მუდმივი ერთგულება რეგიონის სტაბილურობისა და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ.

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ევროპული საბჭოს სამიტისთვის მომზადებას, რომელიც 17-18 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის ლიდერები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ყურადღებას საქართველოში არსებულ ვითარებასაც დაუთმობენ.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დაპირებებით და კურსით, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს. ბორელის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები