მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის განცხადებით, ევროკავშირი და WHO-ის ევროპის რეგიონალური ოფისი ერთობლივად იმუშავებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
WHO-ს ევროპის რეგიონალური ოფისის განცხადებით, პროექტი მთილანად ევროკავშირის მიერ არის დაფინასებული და აღნიშნული მიმართულებით 40 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება მომდევნო სამი წლის განმავლობში, რათა სრულყოფილად მოხდეს ვაქინაციის ყველა ფაზის მოცვა - პრეპარატის განაწილებით დაწყებული, ვაქცინაციით დამთავრებული.
„ვაქცინაცია, რომ წარმატებით წარიმართოს ამისთვის აუცილებელია ვაქცინაზე წვდომა. ეს ინიციტივა კი უზრუნველყოფს აღნიშნულ 6 ქვეყანაში იმუნიზაციის ცენტრების გამართულ მუშაობას და ვაქცინის იმ პირებამდე მისვლას, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ვაქცინას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუდმივად მოხდება ვაქცინის უსაფრთხოების და ხარისხის მონიტორინგი, რადგან სულ უფრო მეტი ვაქცინა დაემატება არსებული ვაქცინების ნუსხას“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონში ერთობლივად განხორციელებული უმსხვილესი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმუნიზაციის სისტემების გაძლიერებას.




























