მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სგან, საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების პროცედურები - ელჩის განმარტება

პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, Movement-თან ინტერვიუში ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების პროცედურები განმარტა.

კითხვას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა სანქციების შესახებ, რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან? მან შემდეგნაირად უპასუხა:

"ორშაბათს 27 წევრ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკვე დაიწყეს შედეგებზე მსჯელობა. აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირი კომპლექსურობით გამოირჩევა. ჩვენ 27 სუვერენული ქვეყანა ვართ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღწევა.

ამჟამად წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტების მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ რომელი ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მოაყოლონ.

ამ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს და ვიმედოვნებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განხილვისთვის მზადაა და წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია თუ როგორი იქნება შედეგები", - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები