საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან სამომავლოდ სანქციების დაწესების ალბათობა არის. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ევროკავშირი და აშშ პარტნიორები არიან და ცვლიან ინფორმაციებს, თუმცა მათი პოზიციები არაა იდენტური, რაც ბუნებრივია.
"ევროკავშირის შემთხვევაში, სანქციების დაწესება მოითხოვს ერთიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ 27 წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს. არის მომავალში სანქციების დაწესების ალბათობა, თუ არჩევნებთან დაკავშირებით საქმე ნამდვილად ცუდად წავა. ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც მაგიდაზეა. თუმცა ამ დროისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, არ განიხილება ვინმესთვის, ვინც საქართველოს წარმოადგენს, რაიმე სანქციების დაწესება",- თქვა ელჩმა.




























