მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU შეშფოთებულია საქართველოში თანამდებობის პირების კომენტარებით, რაც ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ იყო მიმართული

ევროკავშირი

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში თანამდებობის პირების კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემაში გადამოწმების პოტენციურ მექანიზმთან დაკავშირებით - ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, საქართველოში მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ პროცესში კი გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას ექნება, ხოლო გადამოწმება უნდა შეეხოს სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნულ კანდიდატებსა და პირებს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოების თავმჯდომარეებს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ევროკავშირი რჩება მჭიდრო დიალოგში ხელისუფლებასთან და მზადაა მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას ხალხის საკეთილდღეოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები