ევროსტატმა ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის ათვისების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, კერძო სექტორში ყველაზე ფართო გამოყენება ხელოვნურ ინტელექტს დანიაში აქვს, სადაც კომპანიების (10 და მეტი დასაქმებულის მქონე ფირმების) 15.2% იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. მეორე ადგილზეა ფინეთი 15.1%-ით, ხოლო მესამეზე ლუქსემბურგი 14.4%-ით. ამავე სტატისტიკის მიხედვით, კერძო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ათვისება ყველაზე დაბალია რუმინეთში (1.5%); ბულგარეთსა (3.6%) და პოლონეთში (3.7%).
ქვეყანა |
ხელოვნური ინტელექტის ათვისება კერძო კომპანიებში |
| დანია | 15.2% |
| ფინეთი | 15.1% |
| ლუქსემბურგი | 14.4% |
| ბელგია | 13.8% |
| ნიდერლანდები | 13.4% |
| მალტა | 13.2% |
| გერმანია | 11.6% |
| სლოვენია | 11.4% |
| ავსტრია | 10.8% |
| შვედეთი | 10.4% |
| ესპანეთი | 9.2% |
| ირლანდია | 8.0% |
| ხორვატია | 7.9% |
| პორტუგალია | 7.9% |
| სლოვაკეთი | 7.0% |
| ჩეხეთი | 5.9% |
| საფრანგეთი | 5.9% |
| ესტონეთი | 5.2% |
| იტალია | 5.0% |
| ლიტვა | 4.9% |
| კვიპროსი | 4.7% |
| ლატვია | 4.5% |
| საბერძნეთი | 4.0% |
| უნგრეთი | 3.7% |
| პოლონეთი | 3.7% |
| ბულგარეთი | 3.6% |
| რუმინეთი | 1.5% |




























