მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა - როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?

EU

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით არის გაზრდილი.

ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი იმპორტის დამსახურებაა. საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი წილი სწორედ იმპორტზე მოდის, რომელიც გასულ წელს ექსპორტს 8-ჯერ აღემატებოდა.

2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.7%-იანი წილი ჰქონდათ, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტში EU-ს წილი გაიზარდა და 27.2% იყო.

EU-დან იმპორტი

2024 წელს ევროკავშირიდან იმპორტმა 4.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 20%-ით აჭარბებს.

იანვარ-ნოემბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $810.5 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $452.3 მლნ;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $297.6 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $116.2 მლნ;
  • საფრენი აპარატები სხვა - $98.2 მლნ.

ბოლო 5 წლის მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან იმპორტი მზარდია და ასე გამოიყურება:

  • 2020 წელი - $1.9 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 23.9%;
  • 2021 წელი - $2.3 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 22.9%;
  • 2022 წელი - $3.1 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 22.6%;
  • 2023 წელი - $3.8 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 24.5%;
  • 2024 წელი - $4.6 მლრდ/წილი მთლიან იმპორტი 27.2%.

ექსპორტი EU-ში

საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 573.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-იან კლებას წარმოადგენს და 2016 წლის შემდეგ ($550.5 მლნ) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში მცირდებოდა, გასულ წელს კი პირველად ჩამოსცდა 10%-იან ნიშნულს.

ბოლო 5 წელში, EU-ში ექსპორტი და მთლიან ექსპორტში წილი შემდეგია:

  • 2020 წელი - $717.2 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 21.5%;
  • 2021 წელი - $717.1 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 16.9%;
  • 2022 წელი - $862.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 15.5%;
  • 2023 წელი - $704.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 11.6%;
  • 2024 წელი - $573.6 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 8.7%.

2024 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • თხილი და სხვა კაკალი - $64.3 მლნ დოლარი;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $56.1 მლნ დოლარი;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $54.8 მლნ დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $37.1 მლნ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $33.8 მლნ დოლარი.

EU-ში ადგილობრივი ექსპორტი

10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს.

DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 761.6 მლნ დოლარს, 2022 წელს მიაღწია, 2023 წელს 20%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 15.9% შეადგინა.

უფრო დეტალურად, DCFTA-ს პირობებში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა ასეთია:

  • 2014 წელი - $408 მლნ
  • 2015 წელი - $534 მლნ
  • 2016 წელი - $492 მლნ
  • 2017 წელი - $558 მლნ
  • 2018 წელი - $612 მლნ
  • 2019 წელი - $735 მლნ
  • 2020 წელი - $642 მლნ
  • 2021 წელი - $659 მლნ
  • 2022 წელი - $762 მლნ
  • 2023 წელი - $609 მლნ
  • 2024 წელი - $477 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები